კურორტი საირმე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძველი და კოლორიტული კურორტია, რომელსაც ახალი სიცოცხლე შთაბერეს.

კურორტი საირმე საქართველოს მთიან ზონაში, იმერეთში, ზღვის დონიდან 950 მ-ზე მდებარეობს. კომფორტული სერვისი და სუპერ თანამედროვე ინფრასტრუქტურა შეჭრილია სუბტროპიკული ბუნების წიაღში.

ეს უნიკალური კომპლექსია, სხვადასხვა სამკურნალო თვისებების მქონე წყლებით, სპაცენტრებით, აუზებით, ზიპლაინით თუ მასშტაბური საბავშვო ზონებით.

აქ მოსვლა უხარიათ როგორც ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს, ასევე ოჯახებს, ან უბრალოდ, მშვიდი დასვენების მოყვარულებს.  

ამ კურორტის ამბავი ასე იწყება: ირემს ადევნებულმა მონადირეებმა ამ მიდამოებში წყარო აღმოაჩინეს. ცხელი წყალი მაშინვე გახდა მეცნიერების ინტერესის საგანი. მე-19 საუკუნეში უკვე დადასტურებულად საუბრობდნენ, რომ მიწის სიღრმეში არსებულ ცხელ თერმულ წყაროებს სამკურნალო თვისებები აქვს.  

კურორტი საირმე – ხუთი საინტერესო დეტალი:

  1. კურორტი საირმე ევროპაში ყველაზე დიდი კურორტია;
  2. „თერმული სპა და ველნესი“  უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი და ნებისმიერი ტიპის გამაჯანსაღებელ პროცედურას სთავაზობს დამსვენებლებს;
  3. საირმე ერთადერთი კურორტია საქართველოში, სადაც ოთხი სხვადასხვა სამკურნალო თვისების წყარო და ერთი თერმული წყარო ამოედინება;
  4. 800-მეტრიანი ზიპლაინი, რომელიც კურორტის პარკში მთებიდან ეშვება, ყველაზე გრძელია ამიერკავკასიაში;
  5. ღია აუზებით სარგებლობა ნებისმიერი ტემპერატურის მიუხედავად შეგიძლიათ. ისინი თერმული წყლებით ივსება, მიწიდან 1500 მეტრიდან ამოედინება და ტემპერატურა 41 გრადუსს შეადგენს.

ჯავშანი და დამატებითი დეტალები იხილეთ აქ: http://sairme.com.ge/

თუ კურორტის ისტორია გაინტერესებთ, წაიკითხეთ აქ: საირმის მინერალური წყლები – ისტორია და სასარგებლო თვისებები